ილიაუნის პროფესორ ეკატერინე ბერიშვილის ხელმძღვანელობით ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალო ბიოხელოვნური პანკრეასი შეიქმნა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის VANGUARD-ის ფარგლებში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოლოგიური კვლევების მიმართულების ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი ხელმძღვანელობდა, ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა ბიოხელოვნური პანკრეასი, ინოვაციური იმპლანტირებადი მოწყობილობა, რომელიც სრულად ითავსებს პანკრეასის ფუნქციას და ორგანიზმს გლუკოზის დამოუკიდებლად რეგულირების უნარს უბრუნებს.

ევროპის 6 წამყვანი ინსტიტუტის ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნილმა  ბიოხელოვნურმა პანკრეასმა წარმატებით გაიარა ვალიდაცია პრეკლინიკურ კვლევებში.

ამჟამად ეკატერინე ბერიშვილის მკვლევართა ჯგუფი მუშაობს მოწყობილობის იმუნოდამცველობითი სტრატეგიების დახვეწასა და უშუალოდ პაციენტებზე პირველ კლინიკურ ტესტირებაზე.

პროექტის წარმატებისა და ბიოხელოვნური პანკრეასის შესახებ გამოქვეყნდა  ვრცელი სტატია  ევროკავშირის ოფიციალურ კვლევით პლატფორმაზე (CORDIS).

კვლევის შედეგები და დიაბეტით დაავადებულ ცხოველებში ბიოხელოვნური პანკრეასის გამოყენების პრაქტიკული მაჩვენებლები ახლახან დაიბეჭდა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში Trends in Biotechnology (Cell Press). პუბლიკაციაში აფილირებული ინსტიტუციების ჩამონათვალში არის  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც.

სამეცნიერო სტატია სრულად იხილეთ ბმულზე.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი