„სტუდენტური ინიციატივა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრისა და ამავე სკოლის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის სამართალშემოქმედებითი და საკანონმდებლო პროცესების გაცნობას და შესაბამისი პრაქტიკული უნარები გამომუშავებას.
მიზნის მისაღწევად პროექტი სამ ძირითად ეტაპად წარიმართება:
I ეტაპი (ტრენინგები): მონაწილეებისთვის გაიმართება თემატური ტრენინგები სამართლით რეგულირებადი სფეროს განსაზღვრის, რეგულირების მეთოდის, ფორმის, ნორმატიული ენის გამოყენების, მომიჯნავე კანონმდებლობის განსაზღვრისა და რეგულირების მოსალოდნელი შედეგების დასაბუთების შესახებ.
II ეტაპი (პრაქტიკული მუშაობა): მონაწილეები შეიმუშავებენ და წარმოადგენენ ერთ-ერთს შემდეგი იურიდიული დოკუმენტებიდან:
- კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტის პროექტი;
- საკანონმდებლო აქტის პროექტი;
- საკანონმდებლო პაკეტი.
III ეტაპი (დასკვნითი): მონაწილეთაგან შეირჩევა 3 საუკეთესო გუნდი, რომლებიც საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივას (დასაბუთების ჩათვლით) აუდიტორიისა და ჟიურის წინაშე წარადგენენ.
გამარჯვებულთა გამოვლენა და ჯილდო
მონაწილეებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორები და ფინალში ერთი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.
რეგისტრაციის წესი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 7 მაისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე goga.chipchiuri@iliauni.edu.ge უნდა გამოგზავნონ პროექტის მონაწილე ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები:
- სახელი და გვარი (სამოქალაქო დოკუმენტებში არსებული ჩანაწერის შესაბამისად);
- ელექტრონული ფოსტა;
- ტელეფონის ნომერი.
მნიშვნელოვანი დეტალი: კონკურსში მონაწილე ჯგუფი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 წევრისგან.
მონაწილე გუნდებს დამატებითი ინფორმაცია მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ.
2026