ილიაუნის მკვლევრებმა ბუგრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ლონდონში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შალვა ბარჯაძემ, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ასისტენტ-მკვლევარმა ანა მარგალიტაძემ და ჩანაქკალის (თურქეთი) უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შაჰინ კიოქმა ბუგრის სრულიად ახალი სახეობა Microlophium eastopi sp. nov. აღმოაჩინეს და აღწერეს უფრთო და ფრთიანი პართენოგენეზური და სქესობრივი მდედრების საფუძველზე. მწერი, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში (ჩისვიკის ხიდის მიდამოებში) აღმოაჩინეს, ბინადრობს ჭინჭარზე (Urtica dioica L.). […]

გამოიცა გიორგი გვალიას წიგნი „ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები“

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში 2023-2026“ ფარგლებში გამოიცა გიორგი გვალიას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორის, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელის, ახალი წიგნი „ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები“. წიგნი მიზნად ისახავს უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვებს ევროკავშირის საერთაშორისო როლის შესახებ: როგორი ტიპის საერთაშორისო აქტორია ევროკავშირი და რა ინსტრუმენტების მეშვეობით მოქმედებს? რა […]