იუნესკო და ისრაელის რესპუბლიკა წარმოგიდგენთ ერთობლივ სტიპენდიებს დოქტურანტურის შემდგომი კვლევის პროგრამაზე ყველა სფეროში (განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთა კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიის და წყლის მეცნიერებების სფეროდან იქნება*).
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად კრიტერიუმებს:
•იყოს საქართველოს მოქალაქე;
•ჰქონდეს მიღებული დოქტორის ხარისხი მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში;
•შეძლოს მონაწილეობის მიღება ჩამოთვლილ უნივერსიტეტებიდან/ინსტიტუტიდან ერთ-ერთში (კვლევით პროგრამებში).
•აპლიკანტმა აუცილებელია იცოდეს ინგლისური. მან უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ტესტის TOEFL -ის ქულები.
პირობები:
მიმართულებები: პრიორიტეტი ენიჭება ინჟინერიას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და წყლის ტექნოლოგიას.
კვლევა/სწავლება გრძელდება 1 აკადემიური წელი (აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი წელი). კვლევა უნდა განხორციელდეს 2009/2010 აკადემიური წლის განმავლობაში.
იუნესკო/ისრაელის დოქტურანტურის შემდგომი კვლევის პროგრამაზე ყველა ხარჯს, საერთაშორისო მგზავრობის თანხის ჩათვლით, ფარავს ისრელის უმაღლესი განათლების საბჭოს დაგეგმარებისა და ბიუჯეტის კომიტეტი და იუნესკოს ისრაელის ეროვნული კომისია.
საბუთები, რომელიც აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ :
•მითითებული უნივერსიტეტებიდან მოწვევის წერილი (letter of acceptance);
ამასთანავე დამატებით ორ ეგზემპლარად:
•სააპლიკაციო ფორმა, რომელშიც აპლიკანტი მიუთითებს უნივერსიტეტს/ინსტიტუტს, სადაც ის აპირებს კვლევის ჩატარებას;
•CV;
• დიპლომის დამოწმებული ასლები ნიშნების ფურცელთან ერთად;
•დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა ( ან მისი ეკვივალენტი);
•ორი პროფესორის რეკომენდაცია, რომელიც აპლიკანტის კვლევის სფეროდან იქნება;
•სადოქტორო დისერტაციის/ნაშრომის სახელწოდება და ნაშრომის მოკლე მიმოხილვა (ანოტაცია).
•აპლიკანტის სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელის სახელი, წოდება და შენიშვნები;
• კვლევის მოსალოდნელი შედეგები ( ერთი გვერდი).
•იუნესკოს მიერ მოწოდებული შევსებული ჯანმრთელობის ცნობა.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი:
http://portal.unesco.org/fr/files/45335/12417212081LETTER_OF_ANNOUNCEMENT_(2009).pdf/LETTER%2BOF%2BANNOUNCEMENT%2B(2009).pdf
ან
http://portal.unesco.org/en/ev.php-URL_ID=45335&URL_DO=DO_TOPIC&URL_SECTION=201.html
საბუთები მიიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
საკონტაქტო პირია- თამარ მერაბიშვილი- უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი- ტელ: 8 32 43 88 79; ელ-ფოსტა: tmerabishvili@mes.gov.ge
ან მიმართეთ:
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)
[wpai_display_imported_files_here]

