ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა და ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარმა მარიამ გოგშელიძემ უნგრელ კოლეგასთან თანამშრომლობით მღვიმეში მცხოვრები ტროგლობიონტი ცრუმორიელის მეცნიერებისთვის ახალი ორი სახეობა აღწერა.
- Ephippiochthonius boritiensis sp. nov. (კოზმანის მღვიმეში, ხარაგაული)
- Ephippiochthonius trapezoides sp. nov. (წინწკილას მღვიმეში, ჭიათურა)
სტატიაში წარმოდგენილია საქართველოში გავრცელებული ეპიგეური და მღვიმეში მცხოვრები სახეობების სრული სარკვევი.
კვლევა გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში Zootaxa.
დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://www.mapress.com/zt/article/view/zootaxa.5785.1.7

