მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის საბაკალავრო პროგრამებზე „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ გარე მობილობის ფარგლებში ჩარიცხვის მსურველ პირთათვის.
შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებით ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 20 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე.
შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/b6oDHneU8iyHQYFSA
„გრაფიკის ხელოვნების“ პროგრამაზე რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოთ ნამუშევრები პორტფოლიოს სახით „არქივის“ (ZIP) ფორმატში, მაქსიმუმ 10 GB მოცულობით.
მნიშვნელოვანი ვადები:
- პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 1 სექტემბრის 18:00 საათისა;
- სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 1 სექტემბრის 18:00 საათიდან 2 სექტემბრის 18:00 საათამდე ელფოსტაზე: Tour.Arts@iliauni.edu.ge;
- სააპელაციო კომისია განაცხადებს განიხილავს არაუგვიანეს 2026 წლის 3 სექტემბრის 18:00 საათისა;
- საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 3 სექტემბრის 20:00 საათისა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია არ ცვლის გარე მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულებას. გარე მობილობის ელექტრონული პორტალი: https://students.emis.ge/
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ბრძანებას, ბრძანების დანართსა და შემოქმედებითი ტურის დებულებას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე: Tour.Arts@iliauni.edu.ge

