20-21 აპრილს სომხეთში გორისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Erasmus+ CBHE პროგრამის პროექტის – DeSIRe („სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“) – ფარგლებში პირველ რეგიონული ცნობიერების ამაღლების დღეს უმასპინძლა, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორი ინსტიტუციის სტატუსით მონაწილეობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოსა და სომხეთის, ასევე ევროკავშირის პარტნიორი უნივერსიტეტების, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების, საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის შედეგების გაცნობა და ე.წ. რბილი უნარების (Soft skills) – კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და ადაპტაციის – განვითარების მნიშვნელობაზე აქტიური დიალოგი იყო. პანელურ დისკუსიებზე განსაკუთრებით გამოიკვეთა საუნივერსიტეტო კურიკულუმებში აღნიშნული უნარების სისტემური ინტეგრირების საჭიროება.
21 აპრილს პროექტის მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრაზე პარტნიორმა უნივერსიტეტებმა ერთობლივად განიხილეს შემუშავებული სასწავლო მოდულები და მასობრივი ღია ონლაინკურსები (MOOC), დაგეგმეს პილოტირების პირველი ეტაპი და დასასრულ გამართეს სტუდენტური პანელური დისკუსია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი DeSIRe პროექტის პარტნიორია და აქტიურად უწყობს ხელს საქართველოსა და სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და კურსდამთავრებულთა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
2026