ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

5 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის პროექტის ფარგლებში, ირლანდიის სასწავლებლებისა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ ილიაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. შეხვედრის თემაა: გაცვლითი პროგრამები ირლანდიაში დრო: 5 მაისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია. [wpai_display_imported_files_here]

იტალიის მთავრობის სტიპენდიები

იტალიის მთავრობა აცხადებს სასწავლო სტიპენდიებს უცხოელი სტუდენტებისთვის  იტალიის უნივერსიტეტებში. პროგრამა ითვალისწინებს სტიპენდიებს საქართველოს მოქალაქეებისთვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. განაცხადის შევსებამდე სასურველია აპლიკანტები  დაუკავშირდნენ სასურველ უნივერსიტეტს და გაეცნონ პროგრამას, რომელზეც სურთ სწავლის გაგრძელება. დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და სტიპენდიების შესახებ, ასევე სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე და თან დართულ ფაილში: http://www.esteri.it/mae/en/ministero/servizi/stranieri/opportunita/borsestudio_stranieri.html სააპლიკაციო ფორმა: http://borseonline.esteri.it აპლიკაციების მიღება დასრულდება […]

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა​ ​ირლანდიაში

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის​ სტუდენტების​ა და აკადემიური პერსონალის მობილობისთვის ​ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია). საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: ​​1 მაისი, 2016 დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ: ​​​​​​​მიმდინარე კონკურსები [wpai_display_imported_files_here]

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა​ გერმანიაში​

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისთვის იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (გერმანია). საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: ​1 მაისი, 2016დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ: ​​​​​​​მიმდინარე კონკურსები [wpai_display_imported_files_here]

კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისთვის ვარშავის ეკონომიკურ სკოლაში, პოლონეთი

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისთვის ვარშავის ეკონომიკურ სკოლაში, პოლონეთი.   საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: ​10 აპრილი, 2016  დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ: ​​​​​​Erasmus+​​​​ ვარშავის ეკონომიკური სკოლა [wpai_display_imported_files_here]

უნგრეთის მთავრობის სტიპენდიები 2016/2017 სასწავლო წლისთვის

უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო აცხადებს ყოველწლიურ სასტიპენდიო პროგრამას 2016-2017 სასწავლო წლისთვის. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. საქართველოსთვის გამოყოფილია სასწავლო სტიპენდია სრული და ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის. უნგრეთის მხარე ასევე სთავაზობს ქართულ მხარეს სტიპენდიას 5 სრული სადოქტორო პროგრამისთვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში. ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების […]

შიდასაუნივერსიტეტო პროცედურები საერთაშორისო მობილობის ფარგლებში

2016 წლის 1-ლ თებერვალს, საგარეო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტების საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესის დამტკიცებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ: ფაკულტეტების წარმომადგენლები; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები; იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი. შეხვედრას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების თანამშრომელი, მაკა ლორთქიფანიძე.შეხვედრა ჩატარდა საერთაშორისო TEMPUS პროგრამის „PICASA” პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი უნივერსიტეტის […]

გამგზავრების წინა საორიენტაციო შეხვედრა

22 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა გამგზავრებისწინა საორიენტაციო შეხვედრა Erasmus+ პროგრამის 2015-2016სასწავლო წლის გაცვლით პროექტებში გამარჯვებულთათვის. შეხვედრის მიზანი იყო გამარჯვებული სტიპენდიატებისთვის სხვადასხვა სახის გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება. შეხვედრას ესწრებოდნენ Erasmus+ პროგრამის საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები, ილიაუნის საერთაშორისო კლუბის წევრები და Erasmus Mundus პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გამარჯვებულაპლიკანტებს […]

დოქტორ ანნე ნევგის ვორკშოპი აკადემიური პერსონალისთვის

10-12 დეკემბერს, BASERCAN + პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხივე ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა სამდღიანი ვორკშოპი აკადემიური თემის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ვორკშოპი ჩაატარა ჰელსინკის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, დოქტორმა ანნე ნევგიმ, რომელსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და ამჟამად უძღვება აკადემიური სუპერვიზიის კურსს ჰელსინკის უნივერსიტეტში. დოქტორი ანნე ნევგის გამოცდილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. ვორკშოპი ეხებოდა აკადემიურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ საკითხებს: სტუდენტისა და ხელმძღვანელის ურთიერთთანამშრომლობას; სტუდენტთა მოლოდინს თემის ხელმძღვანელისგან; პრობლემებს, რომლებსაც მხარეები აწყდებიან აკადემიური ხელმძღვანელობის დროს; აკადემიური ხელმძღვანელობის კვალიფიკაციის ამაღლებას. [wpai_display_imported_files_here]

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიები

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი აცხადებს სამაგისტრო, სადოქტორო და კვლევით სტიპენდიებს ქართველი კანდიდატებისთვის ცენტრალური ევროპის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) უნივერსიტეტებში. სტიპენდიის ხანგრძლივობაა მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, მაქსიმუმ, 4 სემესტრი; დოქტორანტებისა და პოსტსადოქტორო საფეხურის მკვლევრებისთვის – 2 სემესტრი. სტიპენდია ერთი სემესტრისთვის შეადგენს €2,300 ევროს. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2016 წლის 31 იანვარი. განაცხადი ივსება ელექტრონულად. სააპლიკაციო პროცედურისა და სტიპენდიის შესახებ […]