საუკეთესო ესე – კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად

პლაგიატის ამომცნობი პროგრამის შემქმნელი კომპანია Unplag იწყებს სასტიპენდიო პროგრამას სტუდენტებისთვის. სტიპენდიას მიიღებს სტუდენტი, რომელიც პლაგიატთან დაკავშირებულ თემაზე დაწერს საინტერესო და ორიგინალურ ესეს. კონკურსანტები თავისუფალი არიან ესეს სტილისა და თემატიკის შერჩევისას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავად მოიფიქრონ ესეს შინაარსი თემაზე – როგორ წარმოუდგენიათ პლაგიატის საკითხი სამეცნიერო საზოგადოებაში, ან აირჩიონ თემა შემდეგ ვებგვერდზე. ესე უნდა იყოს მინიმუმ 500-სიტყვიანი. […]
სტაჟირება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრ უნივერსიტეტებში

გამოცხადდა კონკურსი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრ უნივერსიტეტებში სტაჟირების გავლის მიზნით. სტაჟირება მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ კომპეტენციების ამაღლებას შესაბამისი აკადემიური პროგრამის მომიჯნავე სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული კუთხით მათ წინსვლას. კონკურსში მონაწილე აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრ უნივერსიტეტში (https://www.auf.org/membres/); უნდა იყოს ფრანკოფონი (ფლობდეს ფრანგულ ენას B1 […]
ევროპის კოლეჯის სამაგისტრო სტიპენდიები

ევროპის კოლეჯმა 2016-2017 აკადემიური წლისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის ქართველი სტუდენტებისათვის, გამოყო სტიპენდიები მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. ევროპის კოლეჯი ახორციელებს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს: ევროპული ინტერდისციპლინარული კვლევები (European Interdisciplinary Studies); ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია (EU International Relations and Diplomacy Studies); ევროპული პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებები (European Political and Administrative Studies); ევროპული ეკონომიკური მეცნიერებები […]
CRRC-ის 2016 წლის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებისთვის

CRRC აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. აპლიკანტებს შეეძლებათ შეიძინონ კვლევითი გამოცდილება სოციალურ მეცნიერებათა კვლევით პროექტებში, გაიუმჯობესონ ინგლისურად წერის უნარი, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში. სასტიპენდიო თანხა შეადგენს 500 ლარს თვეში. კონკურსში მონაწილეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: იყოს საქართველოს მოქალაქე, 20-დან 30 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – მინიმუმ, ბაკალავრის დიპლომი; 2016 წლის თებერვლიდან ივლისის […]
მოკლევადიანი სტიპენდიები ახალგაზრდა მკვლევართათვის

პარიზის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდი (FMSH) საფრანგეთში კვლევითი საქმიანობის განხორციელების მსურველთათვის აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი სტიპენდიების მოპოვების მიზნით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევრებს (Post docs), რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: ჩართული არიან სოციალური ან ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებში; აფილირებული არიან საქართველოს რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან კვლევით ინსტიტუტთან; მიღებული აქვთ სადოქტორო ხარისხი 2008 წლის შემდეგ (ასაკობრივი შეზღუდვა არ […]
კონკურსი – ERASMUS + კასტილია-ლა მანჩას უნივერსიტეტი

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მობილობისთვის კასტილია-ლა მანჩას უნივერსიტეტში (ესპანეთი). საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 8 ნოემბერი, 2015 დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ: Erasmus + კასტილია-ლა მანჩას უნივერსიტეტი [wpai_display_imported_files_here]
საორიენტაციო შეხვედრა ერაზმუს მუნდუსის უცხოელი სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, 7 ოქტომბერს ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრა ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის. 2015-2016 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით იმყოფებიან სტუდენტები, მკვლევრები და მასწავლებლები პოლონეთიდან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან, რუმინეთიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან. საორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში, გაცვლითი პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, […]
კონკურსი – Erasmus + ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისათვის ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში, რუმინეთი. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2015 დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ: Erasmus + ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი [wpai_display_imported_files_here]
კონკურსი – Erasmus + იასის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტი

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისათვის იასის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში, რუმინეთი. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი, 2015 დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ: Erasmus + იასის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტი. [wpai_display_imported_files_here]
DAAD-ის კვლევითი გრანტი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში (“sandwich model”)

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აცხადებს კონკურსს კვლევითი გრანტების მოსაპოვებლად დოქტორანტურის სტუდენტების ან ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომელთაც აქვთ მაგისტრის ხარისხი. გრანტი აფინანსებს მშობლიურ უნივერსიტეტში მიმდინარე სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კვლევის ეტაპებს გერმანიის სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უნივერსიტეტებში/კვლევით დაწესებულებებში. ქართველ პროფესორთან ერთად სადოქტორო კვლევას თანახელმძღვანელობას გაუწევს გერმანელი პროფესორი (“sandwich model”). სადოქტორო ნაშრომის დაცვა ხდება აპლიკანტის ქვეყანაში გერმანელი […]
