სტაჟირების პროგრამა პარმის უნივერსიტეტში (იტალია)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარმის უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ცხადდება კონკურსი სტაჟირების პროგრამაზე TrainINcoming. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება პარმის უნივერსიტეტის აკადემიურ ან ადმინისტრაციულ ერთეულებში ორი/სამი თვით. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს ევროკავშირის სტრატეგიებისა და პოლიტიკის შესახებ. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. სამთვიანი […]

ინტენსიური კურსი: ,,განვითარება – აღმოსავლეთ ევროპის სცენარი”

კურსის თემატიკა: დემოკრატია – ავტოკრატია; სოციალურ კეთილდღეობაზე კონცეფციის შეცვლა; პოლიტიკური ჩართულობის პოპულარიზაცია და ახალი მახასიათებლები; კარგი ხელმძღვანელობა და კორუფციის პრობლემა; ეკონომიკური განვითარება; კულტურული ღირებულებები და კულტურული დაწესებულებების ცვლილებები.  კურსი გათვლილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ შემდეგ მიმართულებებზე: სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; აღმოსავლეთ ევროპის/კავკასიისმცოდნეობა. კურსზე დასასწრებად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე. კურსში მონაწილეობისათვის სააპლიკაციო […]