საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

7 ნოემბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. მიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები: 2016/17 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის 2017/18 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის საკონტაქტო ინფორმაცია: საგარეო ურთიერთობების სამსახური➳ ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208☏ 995 322 220009-367✉ erasmusplus@iliauni.edu.ge [wpai_display_imported_files_here]
საინფორმაციო შეხვედრა ესტონური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

3 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრა ჩატარდება ღონისძიების – „ესტონეთის დღეები საქართველოში“ – ფარგლებში. შეხვედრაზე საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს სასწავლო პროგრამებს, მიიღოს დეტალური ინფორმაცია დაფინანსებისა და სტიპენდიების შესახებ და პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ამჟამად ესტონეთში უკვე არაერთი ქართველი სტუდენტი სწავლობს სრული […]
საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

27 ოქტომბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. მიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები: 2016/17 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის 2017/18 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის შეხვედრას ასევე დაესწრება საქსიონის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) წარმომადგენელი, რომელიც ისაუბრებს კონკრეტულად საქსიონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსებული მობილობების შესახებ. საკონტაქტო ინფორმაცია: საგარეო ურთიერთობების […]
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საინფორმაციო შეხვედრა

17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრის მიზანია კანონიერი მიგრაციის ხელშეწყობა და, მიგრაციის რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით, საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი მოლოდინის შეცვლა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2016 წლის მაისიდან ბელგიის საემიგრაციო სამსახურთან (ibz) მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო უკანონო მიგრაციის პრევენციის საინფორმაციო კამპანია. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება არაკანონიერი […]
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

2016 წლის 30 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კაზიმირას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტს (ლიტვა) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან ლაკირბაიამ და კაზიმირას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. არუნას აუგუსტინაიტისმა. ორი უნივერსიტეტი ამჟამად თანამშრომლობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Ivesting in Entrepreneurial Universities in Caucasus and Central Asia“ (EUCAINVEST) პროექტის ფარგლებში. EUCAINVEST პროექტის […]
ვეისერის ცენტრის პროფესიული განვითარების სასტიპენდიო პროგრამა

მიჩიგანის უნივერსიტეტის რონალდ და ეილინ ვეისერების ევროპისა და ევრაზიის ცენტრი აცხადებს პროფესიული განვითარების კონკურსს აკადემიური პერსონალისათვის. აპლიკანტმა უნდა წარადგინოს კვლევითი ან სასწავლო გეგმა მიჩიგანის უნივერსიტეტში. აპლიკანტს მოეთხოვება ინგლისური ენის წერითი და ზეპირი უნარების სრულყოფილად ფლობა. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში კვლევა შესაძლებელია 4 კვირიდან 3 თვემდე. კვლევა/სწავლება მიჩიგანის უნივერსიტეტში შესაძლებელია ნებისმიერი მიმართულებით. 2017 წლისთვის აპლიკაციების მიღების ბოლო […]
საერთაშორისო მობილობა კარდიფის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდისთვის აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისთვის კარდიფის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). მობილობის ხანგრძლივობა: 14 დღესაბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2016სტიპენდიის რაოდენობა: 160 ევრო დღეში დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ: Erasmus + კარდიფის უნივერსიტეტი სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში. [wpai_display_imported_files_here]
საზაფხულო სკოლები ბუდაპეშტის ანდრაშის უნივერსიტეტში

ანდრაშის გერმანულენოვანი უნივერსიტეტი ბუდაპეშტში, 2016 წლის 28 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, აცხადებს მიღებას შემდეგ საზაფხულო სკოლებში: „დანუბეს სივრცე ფოკუსში – ლტოლვილთა კრიზისი და მიგრაცია“; „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კულტურული მემკვიდრეობა: ნაციზმი და კომუნიზმი პოლიტიკასა და ლიტერატურაში“. საბუთების გაგზავნის ბოლო ვადა: 15 ივნისი 2016 სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი და სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.andrassyuni.eu/veranstaltungen/_2016-08-28 [wpai_display_imported_files_here]
D AAD -ის სამაგისტრო სტიპენდიები გერმანულენოვანი სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის ანდრაშის უნივერსიტეტში

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად ანდრაშის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტში, გერმანულენოვან სამაგისტრო პროგრამებზე. შერჩეული სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 400 ევროს ოდენობით. ასევე ფინანსდება მგზავრობის ღირებულება (400 ევრო) და გაიცემა სემესტრულ გრანტი სწავლის საფასურის დასაფარად (322 ევროდან). სტიპენდიის გაცემის ხანგრძლივობა: 12-24 თვე საბუთების გაგზავნის ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2016. სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და […]
სამუშაო შეხვედრა ტემპუსის პროექტის „PICASA” ფარგლებში

2016 წლის 10 მაისს ტემპუსის პროექტის „PICASA” გაიმართა შეხვედრა აკადემიური პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საკითხზე. განხილული იყო მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე განხორციელებული აქტივობები პროგრამების კურიკულუმების რევიზიის მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ფაკულტეტის ადმინისტრაციული თანამშრომლები, აკადემიური პერსონალი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მოხდა ფაკულტეტის თანამშრომელთა საჭიროებების განსაზღვრა შემდგომი ტრენინგებისათვის. ტემპუსის პროექტის „PICASA” მიზანია აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნებში უმაღლესი საგანმანათლებლო […]
