ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საერთაშორისო სტუდენტების დეპარტამენტის სპეციალისტის (საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მიმართულებით) ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საერთაშორისო სტუდენტების ონლაინაპლიკაციის სისტემის მართვა;
- მიღებულ ონლაინაპლიკაციებზე უკუკავშირი და კომუნიკაცია პოტენციურ სტუდენტებთან/აგენტებთან;
- საერთაშორისო სტუდენტების ინტერვიუებისა და გამოცდების დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის მართვა (თარგმნა, ნოტარიული დამოწმება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დარეგისტრირება);
- დეპარტამენტის უფროსის დახმარება მიმდინარე საკითხებში;
- დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სხვა აქტივობებში საჭიროებისამებრ ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი;
- ინგლისური ენა (მინ. B2 დონე);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google platforms, ZOOM);
- სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს უცხოურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება, ასევე საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ინტერკულტურულ გარემოში ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
- სამუშაო გრაფიკი: სრული
კონკურსი წარიმართება სამ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე;
- მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნებათ წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, რომელშიც მითითებული იქნება პრაქტიკული დავალების ჩატარების თარიღი და პირობები;
- ბოლო ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (CV);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან სხვა დოკუმენტის არსებობისას ასლი);
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „საერთაშორისო სტუდენტების დეპარტამენტის სპეციალისტი“.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


