ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში შეფასების პროცესების მართვისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომელთა შეფასების სისტემის განახლება, ადაპტირება მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და პოზიციების მიხედვით, საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა, ადმინისტრირება და განახლებული ინფორმაციის აღრიცხვა და შედეგების ანალიზი;
- შეფასების სისტემისთვის დეტალური ცხრილების, სქემების და პრეზენტაციების შექმნა;
- თანამშრომელთა კმაყოფილების, უკუკავშირის კვლევა და შედეგების ანალიზი;
- თანამშრომელთა გადამზადების, ტრენინგების, სამოტივაციო სისტემების დანერგვისა და განვითარების გეგმების შემუშავება, პერიოდული განახლება თანამშრომლებს შორის არსებული საჭიროების შესაბამისად;
- თანამშრომელთა შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
- მონაცემთა ანალიზი, დამუშავება და ადმინისტრირება;
- საქმისწარმოების წესების შესაბამისად დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობისა და უშუალო ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) ბიზნესის, სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;
- სამუშაოს შესრულების შეფასების მეთოდებისა და სისტემების ცოდნა;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით Excel-ის, სათანადო დონეზე ცოდნა, ასევე SPSS-ში მუშაობის გამოცდილება;
- ადამიანური რესურსების მართვის პრინციპების ცოდნა;
- შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
- ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი – როგორც ვერბალური ასევე წერილობითი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი;
- პუნქტუალურობა,
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (CV);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან სხვა დოკუმენტის არსებობისას ასლი);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2022 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება – HR შემფასებელი, რეკომენდატორის/რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო ადგილი და თანამდებობა). კანდიდატის შერჩევის დროს გათვალისწინებული იქნება კანდიდატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა და შემდგომ გასაუბრება.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


