სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის შეფასებისა და განვითარების სპეციალისტის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;
- სასწავლო პროცესის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი განმავითარებელი სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა;
- ფოკუსჯგუფების ჩატარება აკადემიური პროგრამების ფარგლებში, რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება (სტუდენტებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, დამსაქმებლებთან, კურსდამთავრებულებთან);
- სტუდენტური გამოკითხვების ანალიზი და შეფასება;
- მონაწილეობა აკადემიური პროგრამების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით განმავითარებელი სტრატეგიების დასახვაში პროგრამაში ჩართულ აქტორებთან (პროგრამის სამუშაო ჯგუფი, პროგრამის განხორციელებაში ჩართული პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები, ფაკულტეტის ადმინისტრაცია) თანამშრომლობით;
- პროგრამის/პროგრამების სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზება სასწავლო პროცესში გამოვლენილ გამოწვევებზე რეაგირებისა და განვითარების სტრატეგიების შესამუშავებლად;
- პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და განვითარების მიზნით შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა;
- აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების ამსახველი ანგარიშების შეგროვება და ანალიზი;
- საჭიროების მიხედვით დეკანის დავალებით ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; სასურველია უმაღლესი განათლების ადმინისტრირებისა ან სოციოლოგიის მიმართულებით);
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point). (IBM SPSS პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;
- უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების ცოდნა;
- უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5. ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კონკურსი წარიმართება სამ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
- გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან.
- გასაუბრება ფაკულტეტის დეკანთან.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები;
- სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, მასში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, როგორ უპასუხებს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრული სამუშაოს აღწერილობას);
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „სასწავლო პროცესის შეფასებისა და განვითარების სპეციალისტი“.
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით.
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


