ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია – მოვალეობები:
- ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და არსებული საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების პროცესში მონაწილეობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზება და შედეგების დოკუმენტირება;
- საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრებში, სემინარებსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობა როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე მის გარეთ;
- პროგრამების განვითარებაზე მუშაობა(პროგრამებისა და კურსების შეფასების დაგეგმვა, პროგრამებში პრაქტიკის კომპონენტის დანერგვა-განვითარება, სასწავლო პროცესის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება და სხვა);
- ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელებაში მონაწილეობა (საგანმანათლებლო პროგრამების გარე და შიდა შეფასების პროცედურების უზრუნველყოფა);
- ავტორიზაცია-აკრედიტაციის მოთხოვნების შესწავლა და გათვალისწინება; აკადემიურ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესებისთვის;
- ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოცდილების შესწავლა;
- საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ფარგლებში ტრეინინგების მომზადება-ჩატარება;
- საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გზამკვლევებისა და სხვა სახის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- საჭიროების მიხედვით, ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი განათლების, სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში);
- ინგლისური ენის მინიმუნ B2 დონეზე ცოდნა (სასურველია შესაბამისი დონის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატის/ცნობის წარმოდგენა);
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი 0162, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32
ფაკულტეტი:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
საათები:სრული განაკვეთი (ორშაბათი–პარასკევი);
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი საბუთები 2022 წლის 24 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
აუცილებელი საბუთები:
- რეზიუმე (რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
- სამოტივაციო წერილი;
- დიპლომი;
- ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში).
აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე;
კანდიდატების შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: რეზიუმეების განხილვა და გასაუბრება. გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]

