ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა eDocument-ით ფაკულტეტზე შემოსული კორესპონდენციის დახარისხება, განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
- ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირება;
- ფაკულტეტზე სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე შიდა მობილობის პროცესის კოორდინირება და სამართლებრივი აქტებისთვის დოკუმენტების მომზადება;
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე ჩარიცხვის მსურველთათვის კონსულტაციები, განცხადებების განხილვა და რეკომენდაციის გასაცემად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
- ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის (მოწვეული მასწავლებლები) ხელშეკრულებების გაფორმება/გაგრძელებასთან დაკავშირებით წარდგინებების მომზადება;
- ფაკულტეტზე არსებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში საათობრივი ანაზღაურების წესის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების პროცესში ფაკულტეტის დეკანის ასისტირება;
- ფაკულტეტზე მოწვეული მასწავლებლების ყოველთვიური დატვირთვების მონაცემების მომზადება და უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის გაგზავნა;
- საბაკალავრო ნაშრომების მომზადება/ჩაბარებასთან დაკავშირებით ვადებისა და პროცედურების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება, მათ შორის ნაშრომების შემფასებელი კომისიის წევრების დამტკიცების მიზნით ბრძანებების მომზადება;
- საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე სააპელაციო პროცედურების ორგანიზება, გარდა სამაგისტრო ნაშრომებთან დაკავშირებული სააპელაციო პროცედურებისა;
- ფაკულტეტის Facebook და ვებგვერდების ადმინისტრირება;
- საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთათვის საკვალიფიკაციო დიპლომების გასაცემად საინფორმაციო ბარათების მომზადება;
- ფაკულტეტთან არსებული ცენტრებისა და დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტუდენტთა რეიტინგის შედგენაში მონაწილეობა; ყოველ სასწავლო სემესტრში ფაკულტეტის ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილე სტუდენტთა აღრიცხვა და საერთო ბაზის შექმნა;
- საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით მონაწილეობს ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესებში;
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში);
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სასურველია შესაბამისი დონის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატის/ცნობის წარმოდგენა);
- საოფისე პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.
უნარები:
- ქართულ და ინგლისურ ენებზე როგორც წერილობით, ისე ზეპირად ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში დავალებების შესრულების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, 0162 , ილია ჭავჭავაძის გამზ. N32
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 1800 ლარი (დარიცხული)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2021 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV (რეკომენდატორის მითითებით), სამოტივაციო წერილი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა. (გთხოვთ, წერილის“subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).
კანდიდატების შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: რეზიუმეების განხილვა და გასაუბრება. გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად.
გასაუბრების ჩატარების სავარაუდო თარიღია 15 ოქტომბერი.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]


