ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 12 აგვისტოს სხდომის No8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, 2021 წლის 13 აგვისტოდან.
კანდიდატებმა ქვემოთ მოცემული დოკუმენტები უნდა წარადგინონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge
- პირადობის მოწმობის ასლი;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრირების და განვითარების კონცეფცია;
- ავტობიოგრაფია.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 14 სექტემბრის 10:00 საათიდან და გაგრძელდება 2021 წლის 21 სექტემბრის 18:00 საათამდე.
დეკანის არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 28 სექტემბერს.
[wpai_display_imported_files_here]

