საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში

წელს გაზაფხულზე ოცწლიანი “შესვენების” შემდეგ თბილისში წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, შეჯიბრებას უმასპინძლა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე “ოლიმპიკის” განახლებულმა საწყლოსნო კომპლექსმა, რომლის საზეიმო გახსნას საწყლოსნო სახეობათა ევროპის ფედერაციის პრეზიდენტიც დაესწრო. მაშინ გამოითქვა სურვილი, საქართველოს დედაქალაქში უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებაც ჩაეტარებინათ. თბილისის მერიასთან, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ამ იდეას აქტიურად დაუჭირა მხარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, რომელმაც ჯერ კიდევ შარშან სპორტკომპლექსს “ქარიშხალას” ბაზაზე სასპორტო კლუბი “ლიგამუსი” ჩამოაყალიბა და წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები შეიფარა. მის წევრთა უმრავლესობა მაშინ ლიგამუსელი გახდა.

ევროპული კლუბების 2010-2011 წლების “ლენ ტროფის” გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი 8-10 ოქტომბერს გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 4 ჯგუფში 21 კლუბი იბრძოლებს.

A ჯგუფის თამაშები თბილისში გაიმართება. აქ იასპარეზებენ: “CN პოსილლიპო” ნეაპოლი (იტალია), “ოლიმპიკი” ნიცა (საფრანგეთი), “ჰონვედი” ბუდაპეშტი (უნგრეთი), “ენკა” სტამბოლი (თურქეთი), “ASA” თელ ავივი (ისრაელი), “ლიგამუსი-თბილისი” (საქართველო).

B ჯგუფის წევრები კატაროში მოიყრიან თავს: “აკადემია” კატარო (ჩერნოგორია), “SV” ვაიდენი (გერმანია), “დუაი” (საფრანგეთი), “WC” ზაჩი (სერბეთი), “ილიჩევეცი” მარიუპოლი (უკრაინა).

C ჯგუფს ესლინგენი უმასპინძლებს: “SSV” ესლინგენი (გერმანია), “FTC” ბუდაპეშტი (უნგრეთი), “NOP” პატრა (საბერძნეთი), “დინამო” მოსკოვი (რუსეთი), “ბელფასტი” (ირლანდია).

D ჯგუფის ორთაბრძოლები სლოვენიურ კოპერშია დაგეგმილი: “RN” ფლორენტია (იტალია), “ვალ პრანჩი” (ჩერნოგორია), “AC პაოკ” სალონიკი (საბერძნეთი), “ღოკავა” კოპერი (სლოვენია), “ორტა დოგუ” ანკარა (თურქეთი).

სამამულო სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ წყალბურთელთა გუნდი ევროპის საკლუბო ჩემპიონატში იასპარეზებს, – გვითხრა სერგო რატიანმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ A ჯგუფის საკვალიფიკაციო თამაშები საქართველოს დედაქალაქში გაიმართება. უძლიერესი კლუბები გვეწვევიან, მათ შორის ნეაპოლელები, რომლებიც შარშან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთელები კლუბ ”ლიგამუს-თბილისის” სახელით წარადგენენ საქართველოს. ამ ტურნირში მონაწილეობის უფლება ორივე გუნდმა ”ლიგამუსმა” და ”თბილისმაც” მოიპოვა. გუნდის გაძლიერების და რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნით ”ლიგამუსმა” და ”თბილისმა” გააფორმეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რის საფუძველზეც ორივე გუნდის საუკეთესო მოთამაშეები ერთი გუნდის ”ლიგამუს-თბილისის” სახელით იასპარეზებენ ტურნირზე.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი