კომპანია სილქნეტის იურისტის ვაკანსია

„სილქნეტი“ წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს ფიქსირებულ ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ტელევიზიის) და ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას და უკაბელო სერვისებს.

ს.ს. „ სილქნეტი“  აცხადებს  ვაკანსიას –  იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს განაკვეთი:  სრული

გამოსაცდელი ვადა 6 თვე

სამსახურის ადგილმდებარეობა თბილისი

განაცხადის ბოლო ვადა: 20 მაისი, 2019

სამუშაოს აღწერა :

  • ფასიანი ქაღალდების (როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური) გამოშვებისა და ოპერირების სამართლებრივი მხარდაჭერა. პროსპექტით (როგორც ადგილობრივი ასევე ევრო ბონდების), კერძო შეთავაზების მემორანდუმით გათვალისწინებული

  • აკრძალვების/შეზღუდვების/ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რეესტრის წარმოება და ოპერირება.

  • ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელშეკრულებების, შეთანხმებების, წერილების, დასკვნების, ანგარიშების მომზადება.

  • კონტრაჰენტ იურიდიულ პირებთან (მათ შორის უცხოურ) და მესამე პირებთან საქმიანი ურთიერთობა.

  • კონტრაჰენტი მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა.

  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საფონდო ბირჟასთან, ასევე ფასიანი ქაღალდების მფლობელების წარმომადგენლებთან ფასიანი ქაღალდების ოპერირების მიზნით საქმიანი ურთიერთობების წარმართვა.

  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი კონსულტირება, ინიცირებულ ღონისძიებათა რისკების სამართლებრივი შეფასება და დასკვნების პროექტების მომზადება.

ენები:

ინგლისური- სრულყოფილად

კომპიუტერული პროგრამა:

  • Microsoft Excel

  • Microsoft Word

  • Microsoft PowerPoint

  • Microsoft Outlook

  • Codex R3

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (უმაღლესი/ბაკალავრი);

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Powerpoint; MS Outlook; Codex R3);

  • პრიორიტეტად  ჩაითვლება: ფასიანი ქაღალდების სამართალში ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა; საადვოკატო მოწმობის ფლობა;

საკანონმდებლო ბაზის ცოდნა:

  • სამოქალაქო კოდექსი;

  • სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

  • მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი;

  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი;

  • ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონი;

  • ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტები ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით;

  • საფონდო ბირჟის სამართლებრივი აქტები;

  • სასურველია ანგლო-ამერიკული (Common Law) სამართლის სისტემის ცოდნა ფასიანი ქაღალდების რეგულირების ნაწილში;

პიროვნული მახასიათებლები:

  • გუნდური მუშაობა;

  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;

  • დარწმუნების უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე:  https://bit.ly/2PNJRxh

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი