კომპანია შპს „ნექსია თიეი” (Nexia TA Georgia ) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას NEXIA International საქართველოში.
კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას მეორე დონის ასისტენტის (A2) პოზიციაზე ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
ფინანსურ აუდიტში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);
ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
IFRS და ISA სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული თვისებები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
აქტიური, კომუნიკაბელური;
პუნქტუალური;
შრომისმოყვარე.
კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე(CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.geწერილის სათაურში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – „მეორე დონის ასისტენტი (A2)”, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
[wpai_display_imported_files_here]

