კომპანია შპს „ნექსია თიეი” (Nexia TA Georgia ) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას NEXIA International საქართველოში.
კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს პირველი დონის ასისტენტის (A1) ვაკანსიას ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
ფინანსურ აუდიტში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);
ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
IFRS და ISA სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული თვისებები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგულება;
კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
აქტიური, კომუნიკაბელური;
პუნქტუალური;
შრომისმოყვარე.
კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პირველი დონის ასისტენტი (A1)”, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დაუკავშირდებიან მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
[wpai_display_imported_files_here]

