კომპანია UGT აცხადებს 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებასადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება;
თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
სხვადასხვა დოკუმენტაციის დაფაილება, მოწესრიგება;
კომპანიის სტუმრებსა და თანამშრომლებთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;
კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;
შესაბამის ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება;
უშუალო ხელმძღვანელის/კოორდინატორის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);
საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
კომუნიკაბელობა;
კარგი წერითი უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დეტალებზე ორიენტირებულობა;
სიახლის ათვისების უნარი;
დროის მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 12:30-21:00, შაბათს მორიგეობით – 09:30-14:00
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე trainee@ugt.ge არაუგვიანეს 17 მაისისა. სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟიორი – ადმინისტრაციული ასისტენტი“
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება UGT GROUP-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.
[wpai_display_imported_files_here]

