UGT აცხადებს დირექტორის თანაშემწის ვაკანსიას.
თანაშემწის მთავარი ფუნქციაა კომპანიის დირექტორის პროდუქტიულობის ხელშეწყობა ადმინისტრაციული საქმიანობისა და მისი სხვა დავალებების შესრულებით. თანაშემწის აქტივობები ძირითადად წარიმართება (თუმცა არ შემოიფარგლება ) ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: სამდივნო, საკანცელარიო, საორგანიზაციო, მარკეტინგული თუ საბუღალტრო საქმიანობები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
მივლინებების ორგანიზება;
საქმიანი მიმოწერა და დოკუმენტების თარგმნა;
საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
დოკუმენტებისა და მასალების მომზადება;
ინტერნეტსა და სოცქსელებში ინფორმაციის მოძიება;
პირველადი კომუნიკაცია კომპანიის პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან;
კომპანიის შემავალი-გამავალი წერილებისა თუ სხვა კორესპოდენციის წარმართვა;
პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის გამზადება, დეკლარაციების შედგენა და ინფორმაციულ სისტემაში ატვირთვა;
სხვა თხოვნა/მითითებების შესრულება.
ცოდნა და უნარ-ჩვევები:
ქართული და ინგლისური ენები ( როგორც ვერბალურად, ისე წერილობით ). ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა;
საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (MS Windows, Word, Excel, PowerPoint, Outlook);
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
საზრიანობა და მოხერხებულობა;
კეთილსინდისიერება და სანდოობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე ugtgrouphr@ugt.ge არაუგვიანეს 17 მაისისა. სათაურის ველში მიუთითეთ „დირექტორის თანაშემწე“.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება UGT GROUP-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.
[wpai_display_imported_files_here]

