ვაკანსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის რეგისტრატორის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განრიგი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

1. მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის (სატელეფონო ზარებზე პასუხი);

 2. ბენეფიციარის/კლიენტის რეგისტრაცია;

3. მომსახურების საფასურის მიღება;

 4. პროგრამაში/ბაზაში მონაცემების შეყვანა;

 5. კლიენტების ჩაწერა და ცენტრების/პროგრამების მიხედვით განაწილება;

 6. მომლოდინე კლიენტების სიის წარმოება;

7. საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მშობელთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ბაკალავრის ხარისხი
  • ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა
  •  სასურველია მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება
  • სასურველია რეკომენდაციის წარმოდგენა წინა დამსაქმებლისგან

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ცვლილებების მიმართ მზაობა
  • კონფლიქტების მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info.cadc@iliauni.edu.ge 2018 წლის 15 სექტემბრამდე. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი