უნივერსიადა 2010-ზე სტუდენტები დააჯილდოვეს

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით გამართულ წლევანდელ უნივერსიადაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 89 სტუდენტი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ 17 სახეობაში 16 ოქროს, 13 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური ჩემპიონობა შეინარჩუნეს. ინდივიდუალურ პაექრობებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ივანე სალუქვაძე (მაგიდის ჩოგბურთი), ლევან წურწუმია (ძალისმიერი სამჭიდი), ზურაბ ჩხეტიანი (ძალისმიერი სამჭიდი), ზაზა თაბაგარი (მკლავჭიდი), კობა მამამთავრიშვილი (მკლავჭიდი), მერაბ ქინიძე (2, მძლეოსნობა), სოფიო მანუკიანი (მძლეოსნობა), თამარ ქველიძე (მძლეოსნობა), გიორგი ბუხრიკიძე (2, ცურვა), გიორგი კეკელია (ცურვა), ანაიდა გიულგეზიანი (ცურვა), გვანცა სუქნიძე (ჩოგბურთი), ირაკლი ქობლიანიძე (ქართული ჭიდაობა), შოთა აზალაძე (ჭადრაკი).

ვერცხლის მედლებით დაკმაყოფილდნენ: ილია სიმონიანი (მაგიდის ჩოგბურთი), მიხეილ ბოდავალი (ძალისმიერი სამჭიდი), ლევან წურწუმია (მკლავჭიდი), ბესიკ ხუსკივაძე (მძლეოსნობა), სოფიო მანუკიანი (მძლეოსნობა), გიორგი ბუხრიკიძე (ცურვა), გიორგი კეკელია (ცურვა), მერაბ ქაშიბაძე (ჩოგბურთი), გიორგი იაძე (ქართული ჭიდაობა), შოთა ვანიშვილი (ძიუდო), ირაკლი ქობლიანიძე (ძიუდო), ნიკა საბიაშვილი (მკლავჭიდი).

მესამე ადგილებზე გავიდნენ: თორნიკე მანაგაძე (კარატე), ჯაბა ბერიძე (კარატე), გიორგი პეტიაშვილი (კარატე), ბექა დათუაძე (კარატე), დავით ნოზაძე (ძალისმიერი სამჭიდი), გიგა შერაზადიშვილი (2, მკლავჭიდი), მერაბ ჯღარკავა (მძლეოსნობა), ნათია ჩაჩხიანი (ცურვა), შოთა ივანიშვილი (ქართული ჭიდაობა), მერი ჟორჟოლიანი (ჭადრაკი).

გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოვეს ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგო რატიანმა, სპორტის ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან ქობელაშვილმა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი ჯაფარძემ.

ამ ღონისძიებისას სერგო რატიანმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. სფფ-ს თავკაცმა განაცხადა, რომ ლიცენზირების პროგრამას ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს უეფასთან გაფორმებული კონვენციის საფუძველზე, სპეციალისტების მოსამზადებლად სისტემატურად ჩამოჰყავთ ფრანგი და შვეიცარიელი პროფესიონალები, რომლებიც ამ მემორანდუმის საფუძველზე მეცადინეობებს ილიას უნივერსიტეტშიც ჩაატარებენ. სერგო რატიანის აზრით კი, ეს თანამშრომლობა დაეხმარება როგორც უმაღლეს სასწავლებელს, ასევე სფფ-ს, რათა  არ დაკარგოს საუნივერსიტეტო აკადემიურ გარემოსთან კავშირი მომავალი პროფესიონალების აღსაზრდელად.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი