კომპანია “კავკასუს ონლაინი” აცხადებს ვაკანსიას პროექტირების პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისში.
იმისათვის, რომ კანდიდატი მოხვდეს განსახილველთა სიაში, აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება (იხილეთ დანართი).
ძირითადი ფუნქციები:
• შესრულებული აზომვითი ნახაზების კომპიუტერული დამუშავება;
• პროექტის ელექტრონული ვერსიის დამუშავება;
• პროექტის საქაღალდე ვერსიის მომზადება.
მოთხოვნები:
განათლება:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება;
• სამუშაო პროფილთან დაკავშირებული სერტიფიკატი (სასურველია).
უნარ-ჩვევები:
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• სწრაფი რეაგირების უნარი;
• პრობლემების აღმოჩენისა და ანალიზის უნარი;
• დეტალური ინსტრუქციის შესრულების უნარი.
სხვა მოთხოვნები:
• ამ სფეროში 2 წლამდე მუშაობის გამოცდილება;
• გრაფიკული პროგრამების – AutoCAD და Arcgis – ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
1. კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე;
2. გასაუბრება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: vacancy@co.ge 2012 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. “Subject”-ში აუცილებელია მიუთითოთ იმ ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს. მხოლოდ CV, ან მხოლოდ სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება.
[wpai_display_imported_files_here]

