შპს “აიფოუნ სერვისი” აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე. კანდიდატი გაივლის ერთ თვიან სტაჟირებას, რომლის პერიოდში შეისწავლის Apple-ს კომპიუტერებისა და iPhone-ების პროგრამირებას.
ძირითადი მოთხოვნები:
• სისტემური პროგრამების ცოდნა;
• ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
• საქმის ადვილად ათვისების უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• პუნქტუალურობა;
• ასაკი: 18-დან 25 წლამდე.
სამუშაო გრაფიკი: დილის 10-დან საღამოს 9 საათამდე, კვირაში 6 დღე. კვირაში ერთი დღე დასვენება (დღის შერჩევა თავისუფალია). შესვენება დღეში ნახევარი საათი.
ანაზღაურება:
• თვეში საშუალოდ 500-600 ლარი (დღეში 10 ლარი ფიქსირებული, პლუს გამომუშავებითი ბონუსი).
საჭირო საბუთები:
• CV – ფოტოსურათით
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 5 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11
CV შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელფოსტაზე: iphone.tbilisi@gmail.com ან მოიტანოთ მაღაზიაში “iPhone+”, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის 19.
[wpai_display_imported_files_here]

