ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 17 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, რეგისტრაციის ბაზის საშუალებით, შემდეგ მისამართზე: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters.
წარმატებულ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება დასრულდება არაუგვიანეს 15 სექტემბერს.
ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ან პირადობის მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
გ) დიპლომის არქონის შემთხვევაში – ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერისა და თარიღის მითითებით;
დ) საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში – სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
ე) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში – საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;
ვ) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის). დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.

