კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2026 წლის 30 ივლისის N8 სხდომის გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N45) უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის განვითარებისა და ადმინისტრირების კონცეფცია;
  • ავტობიოგრაფია;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • სამეცნიერო კვლევითი გამოცდილების შესახებ ცნობა;
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან / და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება 2026  წლის 1 სექტემბრის 10:00  საათიდან და გაგრძელდება 2026 წლის 9 სექტემბრის  ჩათვლით 18:00 საათამდე.

არჩევნები გაიმართება 2026  წლის 23 სექტემბერს.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი