ურთიერთდახმარების მრჩევლის თანამდებობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოში, ურთიერთდახმარების მრჩევლის პოზიციაზე.    

ძირითადი ფუნქციები:
•    უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღსრულების კოორდინაცია;
•    საერთაშორისო სამართლისა და შიდა კანონმდებლობასთან დაკავშირებით კვლევის წარმოება და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
•    იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დონორთა საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა.
   
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    საერთაშორისო საჯარო სამართლის ცოდნა;
•    სამართლის ძირითადი დარგების საფუძვლიანი ცოდნა;
•    ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
•    საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    კომუნიკაბელურობა;
•    შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი სარგო: 990 ლარი.   

კონკურსის თემატიკა:
•    საქართველოს კონსტიტუცია;
•    გაეროს წესდება;
•    საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”;
•    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება (2008 წლის 7 ნოემბერი; დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის #541 ბრძანებულებით);
•    “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენცია;
•    1959 წლის 20 აპრილის ევროპული კონვენცია “სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ” და კონვენციის დამატებითი ოქმი (1978 წლის 17 მარტი);
•    “სისხლისსამართლებრივ განაჩენთა საერთაშორისო აღიარების შესახებ” 1970 წლის 28 მაისის კონვენცია.

სააპლიკაციო ფორმების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 23 აგვისტო.

გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი