“Citadines Tbilisi Freedom Square” აცხადებს კონკურსს გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
•მინიმუმ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება მონათესავე სფეროში;
•სავალდებულოა ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულფასოვანი ცოდნა (წერა და მეტყველება);
•საერთაშორისო კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
•სამუშაოს შესრულებისას ვადების დაცვის უნარი;
•პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•ენერგიულობა;
•ორგანიზებულობა და მაღალი მოტივაცია.
ძირითადი მოვალეობები:
•სასტუმროს სექტორისათვის გაყიდვების გეგმის შემუშავება/მომზადება;
•გაყიდვების პროგრამებისა და სხვა შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და ხელმძღვანელობა;
•ახალი კლიენტების მოძიება და მათთან თანამშრომლობა;
•გაყიდვების მონიტორინგი;
•სასტუმროს გაყიდვების განყოფილების მომსახურე პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი;
•გაყიდვების გაუმჯობესებისათვის ახალი გზების ძიება;
•ინფორმაციის უწყვეტი ძიება კონკურენტუნარიანი გარემოს შესახებ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გააგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე tbilisi@citadines.com არაუგვიანეს 2009 წლის 17 დეკემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული წერილის “თემის” გრაფაში მიუთითოთ პოზიცია, რომლის დაკავებისთვისაც აგზავნით განაცხადს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)
[wpai_display_imported_files_here]

