აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2010 წლის 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო სწავლის საფასური უნდა გადაიხადონ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე.
აბიტურიენტმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
ბ) ორი ფოტოსურათი და მყარ დისკზე ჩაწერილი იგივე ფოტო;
გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ორიგინალი;
დ) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი ორიგინალთან ერთად.
რეგისტრაციის გავლისას წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხაში არ შედის სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველდღე კვირის გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ადმინისტრირების დეპარტამენტში, ი. ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A206, ტელ.: 29 46 12.
ბრძანება სრულად იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.>>
[wpai_display_imported_files_here]

