პოსტსადოქტორო სტიპენდიები

პროგრამა განკუთვნილია ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ახალგაზრდა მკვლევარებისთვის. მათ საშუალება ექნებათ განახორციელონ კვლევა იაპონიის უნივერსიტეტებსა და სხვა სამეცნიერო ინსტიტუტებში.

მონაწილეობის მისაღებად უცხოელი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1.    უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელთანაც იაპონია დიპლომატიურ ურთიერთობაში იმყოფება;
2.    სტიპენდიის ძალაში შესვლის დროისთვის მოპოვებული უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი;
3.    უნდა წარადგინოს იაპონელ სამეცნიერო ხელმძღვანელთან შეთანხმებული კვლევის გეგმა.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 – 24 თვე.

2011/2012 წლისთვის დაგეგმილია სტიპენდიების გაცემა ორ ნაკადად. სტიპენდიის ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღებია:
I ნაკადისთვის: 1 აპრილი, 2011 – 30 სექტემბერი, 2011.
II ნაკადისთვის: 1 სექტემბერი, 2011 – 30 ნოემბერი, 2011.

მნიშვნელოვანია: განაცხადი უნდა შეიტანოს მასპინძელმა იაპონელმა მკვლევარმა, რომელიც თანახმაა უცხოელი სტიპენდიანტის პოსტსადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელობაზე.

 
აპლიკაციის პროცესის საფეხურები:
1. აპლიკანტთან (მასპინძელ მკვლევართან) დაკავშირება და მოლაპარაკება;
2. მასპინძელი მკვლევარის მიერ განაცხადის წარდგენა კვლევითი დაწესებულების შესაბამის სამსახურში;
3. ამ სამსახურის მიერ აპლიკაციის მიწოდება იაპონიის მეცნიერების მხარდამჭერი საზოგადოებისთვის.

აპლიკაციის მესამე საფეხურისთვის დადგენილი ვადებია:
I ნაკადისთვის: 30 აგვისტო 2010 – 3 სექტემბერი 2010.
II ნაკადისთვის: 6 – 12 მაისი, 2011.

 
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული http://www.jsps.go.jp/english/e-fellow/fellow.html ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი