ინჰასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ გლობალური კლიმატის კრიზისთან დაკავშირებულ პროგრამაში.
2027 წლის ზაფხულში საქართველოში დაგეგმილია სტუდენტური კვირეული „2027 Georgia-Korea Global Green Challenger“. შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საველე გასვლებში, დაესწრებიან გლობალური კლიმატის ცვლილების პროცესებისა და გამოწვევების შესახებ ქართველი და კორეელი ექსპერტების ლექციებს, შეასრულებენ ჯგუფურ დავალებებს ხუთი კორეული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად და ჩაერთვებიან ჰაკათონსა და ვორკშოპში.
მონაწილეობის წინაპირობები:
- იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი;
- ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- დაინტერესებული იყოს გლობალური კლიმატის საკითხებით;
- კორეული ენის ცოდნა სასურველია.
პროგრამაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, არაუგვიანეს 19 ნოემბრისა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და წარმოადგინეთ სავალდებულო დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- CV;
- სამოტივაციო წერილი;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა;
- ნიშნების ფურცელი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელფოსტით: iro@iliauni.edu.ge
* სააპლიკაციო ფორმაში შესასვლელად გამოიყენეთ ილიაუნის მეილი.

