ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და მკვლევარმა შალვა ბარჯაძემ პოლონელ კოლეგასთან, სილეზიის უნივერსიტეტის დოქტორ მარიუშ კანტურსკისთან (კატოვიცე, პოლონეთი) ერთად საქართველოდან აღწერა მუხაზე (Quercus petraea subsp. iberica) მობინადრე ბუგრის ახალი სახეობა – Lachnus caucasicus sp. nov. (Hemiptera, Aphididae: Lachninae). სახეობა აღწერილია უფრთო და ფრთიან პართენოგენეზურ მდედრებზე დაყრდნობით.
აღმოჩენის შესახებ სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში Insects. ნაშრომში ასევე მოცემულია ინფორმაცია კავკასიაში გავრცელებული გვარ Lachnus-ის სახეობების შესახებ და წარმოდგენილია Lachnus-ის კავკასიაში გავრცელებული სახეობებისა და ჯგუფ “pallipes”-ის სარკვევები.
სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.mdpi.com/2075-4450/17/10/983
2026

