გარე მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე
2026/27 წლის შემოდგომის სემესტრი
სტუდენტებმა, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2026 წლის 11, 14 და 15 სექტემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე:
ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, H კორპუსი, ოთახი N105
რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა.
პროგრამების ჩამონათვალი:
საბაკალავრო პროგრამები
- ბიოლოგია;
- ეკოლოგია;
- ფიზიკა;
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
სამაგისტრო პროგრამები
- ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის მეცნიერებები (ინგლისურენოვანი);
- ბუნების დაცვა და მეტყევეობა;
- გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია;
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები;
- ეკოლოგია;
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი);
- სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (მოლეკულური ბიომეცნიერებები, ნეირომეცნიერებები), მიმართულება – მოლეკულური ბიომეცნიერებები;
- სურსათის მეცნიერება;
- ფიზიკა და ასტრონომია.
განცხადებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2026 წლის 20 აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების და მასზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
დ) სტუდენტზე გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი).
უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ზ) საბაკალავრო პროგრამების შემთხვევაში – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში – წინა საფეხურის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
თ) ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე;
ი) ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგნოს ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ პროგრამაზე, რომლიდან ხორციელდება მობილობა, მიღების დროს მოხდა ინგლისური ენის შესაბამისი დონის (მინიმუმ B2) დადასტურება;
მნიშვნელოვანია!
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით;
- სამაგისტრო პროგრამებზე მობილობის მსურველმა შესაბამის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსის არსებობის შემთხვევაში უნდა გაიაროს გასაუბრება, რომლიც გაიმართება 2026 წლის 16 ან 17 სექტემბერს, ადგილმდებარეობას და ზუსტ დროს მას შეატყობინებენ რეგისტრაციის დროს;
- ხელშეკრულების გაფორმების მიზნით პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას მომზადებული დასკვნის გასაცნობად და ხელშკრულების გაფორმების მიზნით უნდა გამოცხადდე 2026 წლის 17 და 18 სექტემბერს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, H კორპუსის ოთახი 105 (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი).
- იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნივერსიტეტში გამოცხადდება მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ. 0322 22 00 09 (115), ელ-ფოსტა: sciences_medicine@iliauni.edu.ge
2026

