ილიაუნის მკვლევრებმა მთიბავის ორი ახალი სახეობა აღწერეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა და ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარმა ნაია მოდებაძემ ასოცირებულ პროფესორ შალვა ბარჯაძესთან და სერბ კოლეგა ივო კარამანთან თანამშრომლობით ტროგლობიონტი (მღვიმის ბინადარი) მთიბავის ორი ახალი სახეობა აღწერა: Nemaspela sakavria sp. nov. საყავრიის მღვიმიდან (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) და Nemaspela sakinule sp. nov. მელიასა და საყინულის მღვიმეებიდან.

კვლევის შედეგები საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალ Zootaxa-ში გამოქვეყნდა.

ნაშრომში აღწერილია ახალი სახეობები და წარმოდგენილია გვარ Nemaspela-ის განახლებული სარკვევი, ასევე ამ გვარის პირველი მოლეკულურ-გენეტიკური მონაცემები.

ახალი აღმოჩენით Nemaspela-ს გვარის სახეობათა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ეს ტროგლობიონტი სახეობები მხოლოდ მღვიმეებში ბინადრობენ, გამოირჩევიან პატარა თვალებითა და უპიგმენტო სხეულით.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://mapress.com/zt/article/view/zootaxa.5853.4.5

გაიგე მეტი

გაიგე მეტი