კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა დამამთავრებელი კურსის ფარგლებში შექმნილი პროექტები კომისიის წევრებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს.
პრეზენტაციის მონაწილეებმა წარმოადგინეს პროექტები, რომლებზეც სასწავლო სემესტრის განმავლობაში მუშაობდნენ, პროექტების იდეები, მათი შემუშავების პროცესი და მიღწეული შედეგები.

