ძვირფასო რექტორო ნინო დობორჯგინიძე,
Taalunie-ის, ნიდერლანდური ენის კავშირის, სახელით მსურს, გამოვხატო მადლიერება 1999 წლიდან თანამშრომლობისა და უნივერსიტეტის ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების მიმართ ერთგულებისთვის. ჩვენთვის ცნობილია, რომ ძალიან შეშფოთებული ხართ უახლესი პროცესების გამო, რომლებიც საქართველოში გამოცხადებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონტექსტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეხება.
Taalunie-ს, როგორც ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს მსოფლიოს 40 ქვეყნის 135 უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენის მიმართულებებს, მტკიცედ სწამს, რომ უნივერსიტეტის ავტონომია და აკადემიური თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური საყრდენი და აუცილებელი წინაპირობაა მაღალი ხარისხის სწავლების, კვლევისა და ცოდნის გადაცემის, ისევე, როგორც საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარებისათვის.
ორ ათეულ წელზე მეტია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ნიდერლანდური ენის სწავლების აქტიური ცენტრით ჩვენი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ნიდერლანდური ენის პროფესორებისა და სტუდენტების სხვადასხვა რეგიონული და საერთაშორისო ქსელის აქტიური და პატივსაცემი წევრია. თანამშრომლობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე, როგორებიცაა: ღიაობა, კრიტიკული აზროვნება, ინტერდისციპლინურობა, შემოქმედებითობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება. მხარს ვუჭერთ მის ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს.
გულწრფელი მხარდაჭერითა და განსაკუთრებული პატივისცემით
გუნტერ ვან ნესტე,
გენერალური მდივანი

