1921 წლის კონსტიტუცია ნამდვილად მიუღწეველი არჩევანი აღმოჩნდა ქართველი ერისთვის, კონსტიტუციამ რომლისთვისაც 3 წელი ემზადებოდა დამოუკიდებელი საქართველო, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შედეგად მხოლოდ 3 დღით იმოქმედა.
სწორედ ამ თემაზე გაიმართება 25 მაისს, B201 აუდიტორიაში, ილიაუნის თვითმმართველობის სამართლის საბჭოს ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე – „1921 წლის კონსტიტუცია როგორც ქართველი ერის მიუღწეველი არჩევანი” – რომელსაც გაუძღვებიან ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი გიორგი პაპუაშვილი და საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის მკვლევარი, ილიაუნის მოწვეული ლექტორი რუსიკო კობახიძე.

