სამეცნიერო ნაშრომების მიღება ჟურნალისთვის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“

ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ჟურნალის მომდევნო (2026 წლის დეკემბრის) ნომერში გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალის შესახებ

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ ორენოვანი საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალია (განთავსებული EBSCO სამეცნიერო კვლევით ბაზაში), რომელსაც გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ჟურნალი მოიცავს სტატიებს, ნარკვევებს, მიმოხილვებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოთა პრაქტიკის ანალიზს.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველი

სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ სამართლისა და მომიჯნავე სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სტუდენტებს.

თემატიკა

განსახილველ საკითხებს შორის შესაძლოა იყოს:

  • უნივერსიტეტის ავტონომია და აკადემიური თავისუფლება: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები; სახელმწიფოს ჩარევის ფარგლები აკადემიურ სივრცეში და უნივერსიტეტების ავტონომიურობის დაცვის სამართლებრივი მექანიზმები.
  • სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლება, შეკრების, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება – საკანონმდებლო ცვლილებები, შეზღუდვები და კანონის უზენაესობის და დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებული გამოწვევები ადამიანის უფლებების სფეროში.
  • პოლიტიკური პლურალიზმი და პარტიების აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლები: პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტის/აკრძალვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და საერთაშორისო სტანდარტები. არაკონსტიტუციურად გამოცხადებული პარტიების ე.წ.  მემკვიდრე პარტიების რეგულირებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

 

აკადემიური ნაშრომის წარდგენის წესი და ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები

  • აკადემიური ნაშრომი მიიღება უშუალოდ ავტორებისგან;
  • აკადემიური წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული (გარდა უცხოური სტატიის თარგმანისა);
  • აკადემიურ ნაშრომს უნდა ერთოდეს 150-200-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე;
  • რედაქტირების დროს შესაძლებელია აკადემიური ნაშრომის ზომისა და შინაარსის კორექტირება;
  • აკადემიური ნაშრომის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო;
  • განსახილველად წარმოდგენილი აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული;
  • მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word) არაუმეტეს 6 000 სიტყვისა; შრიფტი Sylfaen (ნაშრომის ქართულად წარმოდგენის შემთხვევაში) ან Times New Roman (ნაშრომის ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში). შრიფტის ზომა: 12, ხაზებს შორის დაშორება – 1.5 სმ.
  • აკადემიური ნაშრომის შერჩევისა და დაბეჭდვის გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელია ნაშრომის ხარისხი და აქტუალობა.

 

ციტირება და პლაგიატი

ჟურნალში განსათავსებელი აკადემიური ნაშრომების ციტირების სახელმძღვანელო სტანდარტებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf

ჟურნალის რედაქცია

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და აკადემიური ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია არაუგვიანეს 2026 წლის 30 ოქტომბრისა ელექტრონულ მისამართზე: clr@iliauni.edu.ge

გაიგე მეტი

გაიგე მეტი