ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტში.

სტაჟირების ხანგრძლივობა – სამი თვე (დასაქმების პერსპექტივა).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დეპარტამენტის საქმიანობაში მონაწილეობა;
  • საველე გასვლებში მონაწილეობა;
  • დეპარტამენტის ტრენინგებში მონაწილეობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, გეოგრაფია, გეოფიზიკა, გეოდეზია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება ოპერაციული სისტემა Linux-ში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული უნარები:

  • ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ველზე მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალობა.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით გამოგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ მისამართზე: ies@iliauni.edu.ge

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟირება გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტში“.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი