ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპლექსური PHP სისტემების მართვა, ახალი ფუნქციონალების შემუშავება, მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა;
- პროგრამისტთა გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და მონიტორინგი;
- პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
- არქიტექტურულ/ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებათა მიღება;
- მონაცემთა ბაზების ოპტიმიზაცია;
- სისტემების უსაფრთხოებისა და პერფორმანს-ანალიზის უზრუნველყოფა;
- ტესტირების ავტომატიზებული სისტემების შემუშავება;
- ტექნიკური პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 10-წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში;
- მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე;
- ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და DevOps-პრაქტიკებთან მუშაობის გამოცდილება;
- Laravel/ Symfony/ CodeIgniter ფრეიმვორქების ცოდნა-გამოცდილება;
- HTML/CSS/JavaScript-თან მუშაობის გამოცდილება;
- Client/Server არქიტექტურის ცოდნა;
- Frontend და Backend ინტეგრაცია;
- MySQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- API-ებთან მუშაობისა და მესამე მხარის სერვისების ინტეგრაციის გამოცდილება;
- GIT-თან მუშაობის გამოცდილება;
- გამოცდილება შემდეგი სერვისების გამოყენებაში: Amazon Web Services, Sentry, WireGuard, Expo Application Services, Grafana, Minio, Google Cloud Platform;
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
ქცევითი კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მოსმენის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინებულობა;
- პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაკის პარკის კამპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge .წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მთავარი პროგრამისტი/ Senior PHP Developer.
ყურადღება: დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით. მათ ჩაუტარდებათ გასაუბრება.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
ვაკანსიის ფარგლებში რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2025

