ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის გაღრმავებისა და აფხაზური თემატიკის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები.
სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ სხვადასხვა დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეულ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია განისაზღვრება თვეში 300 ლარით სამაგისტრო, ხოლო 300 ლარით – საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
მათ სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.
განაცხადების წარდგენის ვადაა – 2026 წლის პირველი ივლისიდან მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია კი განისაზღვრება თვეში 300 ლარით როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
სტუდენტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.
განაცხადების წარდგენის ვადაა – 2026 წლის პირველი ივლისიდან მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართები
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია – დადგენილება
დიმიტრი არზაყან სახელობის სტიპენია – დადგენილება
2026

