30 ივნისიდან 7 ივლისამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის გაიმართება ონლაინტრენინგების სერია „გრანტების მოძიება და ადმინისტრირება, პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელება“.
შეხვედრებს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი მზია ჟვანია.
შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ შემდეგი სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს:
- ბიოქიმია და მოლეკულური ბიოტექნოლოგია;
- მოლეკულური ბიოლოგია და ნეირომეცნიერება;
- უჯრედული ნეირომეცნიერება.
ონლაინტრენინგზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული.
ფორმატი: ონლაინტრენინგი (პლატფორმა Zoom)
ხანგრძლივობა: თითოეული შეხვედრა – 45 წუთი
შეხვედრების განრიგი:
30 ივნისი, 19:00 საათი
4 ივლისი, 14:00 საათი
7 ივლისი, 19:00 საათი

