სტაჟირება ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა კლინიკური იურიდიული განათლების ფარგლებში აცხადებს მიღებას არაანაზღაურებად სტაჟირებაზე სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის III-IV კურსისა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ძირითადი მოვალეობები 

  • ადამიანის უფლებათა მიმართულების საქმიანობაში ჩართულობა;
  • ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კლინიკის საქმიანობაში ჩართულობა;
  • ადამიანის უფლებათა კლინიკის მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
  • კლინიკის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მომზადების, კოორდინაციისა და წარმართვის პროცესში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის III-IV კურსის ან სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  • ინგლისური ენის ცოდნა  არანაკლებ B2 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  MS Word, Excel, PowerPoint, Google  სერვისები.

ქცევითი კომპეტენციები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;

სტაჟირების პირობები

სამუშაო დატვირთვა: კვირაში არაუმეტეს 20 საათი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაო პერიოდი: 2026 წლის ივლისი–სექტემბერი (3 თვე)

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე კანდიდატებს შეარჩევენ რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის მიხედვით;

მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: manuchar.tsetskhladze.1@iliauni.edu.ge  და საგნის ველში მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის სტაჟიორი“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 29 ივნისი

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი