ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე

სარეკლამო კომპანია “Mozaika” აცხადებს ვაკანსიას  სტაჟიორის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
* კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
* მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ფუნქციები:

* კლიენტებთან კომუნიკაცია და შეკვეთების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებლობა;
* შეკვეთების ბეჭდვის გრაფიკის დაგეგმვა;
* შეკვეთების გაწერა, ინვოისების და ხელშეკრულებების გამზადება;
* საკანცელარიო და საწარმო მასალების შესყიდვის ორგანიზება;
* ყოველკვირეული რეპორტი დირექტორის მიმდინარე შეკვეთებზე.
6 თვიანი წარმატებული სტაჟირების შემდეგ თანამშრომელი დარჩება შტატში.

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ  CV ელექტრონულ მისამართზე: keti@mozaika.ge  2013 წლის 16 ივლისამდე.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი