ვაკანსია მერჩენდაიზერის პოზიციაზე

„ლიტვურისაცხობი+“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში.სასურველია მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.

მოთხოვნები:

– განათლება ბიზნესის ან მარკეტინგის განხრით პრიორიტეტად ჩაითვლება
– ასაკი: 20-30 წლის
– საოფისე პროგრამების ცოდნა.
– ენერგიული
– კომუნიკაბელური
– კეთილსინდისიერი
– შრომისმყვარე
– სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
– მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
– მენეჯერისთვის საჭირო უნარჩვევების ქონა.

ძირითადი მოვალეობები:

– მუდმივი კონტაქტი მაღაზიებთან, მონაცემთა ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება ექსელში
– მაღაზიების შემოწმება რომ ნამდვილად არის პროდუქცია საკმარისი რაოდენობით შეტანილი.
– ფეისების კონტროლი. თაროზე დაკავებული ადგილის, მდებარეობის ანალიზი და მუდმივი ზრუნვა გაუმჯობესებისათვის, ადმინისტრაციასთან მოხსენების წარდგენა.
– გაყიდვების ანალიზი, მაღაზიების შეფასება მაჩვენებლების მიხედვით.
– ახალი მაღაზიების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება.
– მომხმარებლების აზრის მოძიება არსებულ პროდუქციაზე და მისი რეპორტებში ასახვა.
– აღმოაჩინოს პრობლემა ან შეფერხება რაც წარმოიშობა მომხმარებლებამდე პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებით მიწოდებაში.
– დაგეგმოს მაღაზიებში პროდუქციის სახეობების წარმოჩენა.
– არსებული მარკეტინგული აქტივობების კონტროლი და გაყიდვებზე ეფექტის განსაზღვრა.
– გაყიდვების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი.
– დისტრიბუტიერბის მუშაობის შეფასება.

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე:ltbakeryjob@gmail.com 2013 წლის 27 მაისის ჩათვლით.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი