ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი და იაპონური ცენტრი აცხადებენ მიღებას იაპონური ენის ინტენსიურ კურსზე.
კურსი დამწყებთათვის (დონე N5/A1) განკუთვნილია მსმენელებისთვის, რომლებმაც ენა არ იციან. 16-კვირიანი პროგრამა მონაწილეებს იაპონური ენის საბაზისო ცოდნის მიღებისა და ოთხი ძირითადი ენობრივი უნარის – მოსმენის, კითხვის, მეტყველებისა და წერის – განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
მონაწილეები ასევე გაეცნობიან იაპონიის კულტურას, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ტრადიციებს, რაც მათ ენისა და კულტურული კონტექსტის უკეთ გააზრებაში დაეხმარებათ.
კურსდამთავრებულები შეძლებენ:
- სასაუბრო ენაში გამოყენებული მარტივი ფრაზებისა და შეკითხვების გაგებას;
- მარტივი დიალოგებისა და ზეპირი ინფორმაციის აღქმას;
- მარტივი სიტყვებითა და საბაზისო იეროგლიფებით შედგენილი ტექსტების წაკითხვასა და გააზრებას;
- საკუთარ თავზე, ინტერესებსა და სურვილებზე საუბარს;
- მარტივი დიალოგის წარმართვას, შეკითხვების დასმასა და პასუხების გაცემას;
- მარტივი სიტყვებისა და იეროგლიფების გამოყენებით მოკლე ტექსტის შედგენას.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა:
16 კვირა: კვირაში 2 შეხვედრა, თითოეულის ხანგრძლივობა – 100 წუთი
სწავლების პერიოდი:
1-ელი ოქტომბრიდან 4 თებერვლის ჩათვლით
სწავლების მეთოდები:
კურსი ეფუძნება პრაქტიკულ სწავლებას და მოიცავს როგორც ვერბალურ, ისე წერით მეთოდებს.
ფორმატი: დასწრება და დისტანციური
სამომავლოდ იაპონური ენის სასწავლო პროგრამას დაემატება N4 და N3 დონეების კურსებიც, რაც მსმენელებს შესაძლებლობას მისცემს, სწავლა ეტაპობრივად გააგრძელონ და იაპონური ენის ცოდნის დონე აიმაღლონ.
ჯგუფი 1:
ორშაბათი და ხუთშაბათი, 11:00-12:50
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ცენტრი
ჯგუფი 2:
ორშაბათი და ხუთშაბათი, 20:00-21:50
ონლაინ Zoom-ის პლატფორმის საშუალებით
სწავლის საფასური:
150 ლარი თვეში (600 ლარი – სრული კურსი)
ლექტორი
ჯაბა მესხიშვილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იაპონური ცენტრის ხელმძღვანელი. 2010-2017 წლებში სწავლობდა იაპონიის ერთ-ერთ წამყვან, კობეს უნივერსიტეტში. აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ენის სწავლების 9-წლიანი გამოცდილება. მისი არაერთი ყოფილი სტუდენტი სწავლას განაგრძობს იაპონიის პრესტიჟული უნივერსიტეტების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე, მათ შორის ოსაკის, ვასედის, ცუკუბის, კიოტოს სეიკას უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ცენტრი პერიოდულად ორგანიზებას უწევს იაპონიასთან დაკავშირებულ ვორკშოპებს, საჯარო ლექციებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. სურვილის შემთხვევაში კურსის მსმენელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში. ისინი გაეცნობიან იაპონურ კულტურას, შეხვდებიან იაპონელ მკვლევრებს.
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/CFeYdjFAtWouQkEV6
საკონტაქტო ელფოსტა: jaba.meskhishvili@iliauni.edu.ge, ketevan.grigolia@iliauni.edu.ge
რეგისტრაციის ვადა: 22 სექტემბერი

