თბილისის მეფე სეჯონგის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას კორეული ენის კურსებზე

გაინტერესებს კორეული ენა და კულტურა? გსურს ისწავლო კვალიფიციურ პედაგოგებთან და შეიძინო საერთაშორისო გამოცდილება? – მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

რას გთავაზობთ მეფე სეჯონგის ინსტიტუტი?

  • ენის კურსებთან ერთად კულტურულ ღონისძიებებში (ანბანის დღე, კალიგრაფია, ტრადიციული სამოსი და ა.შ.) მონაწილეობას;
  • მეფე სეჯონგის ინსტიტუტის ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას როგორც საქართველოში, ასევე კორეაში;
  • კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატის მიღებას.

კურსის დონეები და გაკვეთილების განრიგი

  • 1A — დამწყები დონე (A1):
    • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი | 17:00 – 19:00
  • 1B — საბაზო დონე (A2):
    • ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი | 15:00 – 17:00
  • 2A — საშუალო დონე (B1.1):
    • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი | 18:00 – 20:00

კურსზე სწავლა შეუძლია კორეული ენით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს

რეგისტრაციის პერიოდი: 24 აგვისტო – 7 სექტემბერი 18:00 საათი, 2026

სწავლის დაწყების თარიღი: 14 სექტემბერი, 2026

რეგისტრაცია: სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.

გაფრთხილება!

სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად და სტუდენტთა მაქსიმალური პროგრესისთვის ინსტიტუტში მოქმედებს მკაცრი სტანდარტი: სტუდენტი ვალდებულია დაესწროს ლექციების სულ მცირე 70%-ს. ნაკლები დასწრების შემთხვევაში კი ინსტიტუტი იტოვებს უფლებას, მსმენელი მოხსნას სასწავლო პროცესიდან და არ გასცეს სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ელ. ფოსტა: sejongtbilisi2@iliauni.edu.ge

FacebookInstagram: Tbilisi 2 King Sejong Institute • 트빌리시 2 세종학당

საკონტაქტო პირი: თამთა აბულაძე

გაიგე მეტი

გაიგე მეტი